ყველაზე მეტი საჩივარი ისტორიის ტესტზე შევიდა - შედეგები 116 938-მა აპლიკანტმა გაასაჩივრა
12-08-2022
2022 წელს 116 938 ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 881, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 4,17%-ია.
 
წელს ყველაზე მეტი სააპელაციო განაცხადი ისტორიის გამოცდაზე შემოვიდა, ყველაზე ნაკლები კი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდის შემთხვევაში. 
 
ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით:
ქართული ენა და ლიტერატურა  -  960;
ზოგადი უნარები (სომხ.) - 43;
ზოგადი უნარები (აზერ.) - 54;
ინგლისური ენა -1 368;
რუსული ენა - 35;
გერმანული ენა - 32;
ფრანგული ენა - 2;
მათემატიკა - 693;
ისტორია - 1 408;
გეოგრაფია  - 15;
ბიოლოგია - 153;
ქიმია - 81;
ფიზიკა - 7;
ლიტერატურა - 13;
ხელოვნება - 1;
სამოქალაქო განათლება - 16.
 
რაც შეეხება სტუდენტთა საგრანტო კონკურსს, სულ შემოსულია 4 სააპელაციო განაცხადი.  
 
შეგახსენებთ, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი - 2 500-ზე მეტი გამოსაცდელი. 
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სააპელაციო განაცხადების მიღება 8 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყო და 10 აგვისტოს 18:00 საათზე დაასრულა. სააპელაციო განაცხადების მიღება მხოლოდ ელექტრონულად მიმდინარეობდა.  გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებელი სააპელაციო კომისია. აპელაციების შედეგი მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც დასრულდება განაცხადების განხილვის პროცესი. 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203