მასწავლებლები გამოცდის შედეგებს ელიან. ჯერ ითქვა, რომ დეტალები 10 აგვისტოდან გახდებოდა ცნობილი, შემდეგ განმარტეს - შუა რიცხვებისთვის იგეგმება ქულების გასაჯაროებაო, ახლა კი გაირკვა, რომ პედაგოგებისთვის გამოცდის ქულების გამოქვეყნება ორშაბათიდან - 15 აგვისტოდან დაიწყება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტეს, რომ მასწავლებლები 15 აგვისტოდან, ეტაპობრივად, შეიტყობენ საკუთრ შედეგებს, შემდეგ კი დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება.
მინიმალური ბარიერები ყველა საგანში:
ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XII კლასები) 43 ქულა და მეტი;
მათემატიკაში (VII-XII კლასები) 25 ქულა და მეტი;
გეოგრაფიაში (VII-XII კლასები) 34 ქულა და მეტი;
ბიოლოგიაში (VII-XII კლასები) 37 ქულა და მეტი;
ქიმიაში (VII-XII კლასები) 37 ქულა და მეტი;
ფიზიკაში (VII-XII კლასები) 37 ქულა და მეტი;
ისტორიაში (VII-XII კლასები) 34 ქულა და მეტი;
სამოქალაქო განათლებაში (VII-XII კლასები) 34 ქულა და მეტი;
უცხოურ ენაში (I-XII კლასები) 55 ქულა და მეტი;
ქართულ ენაში არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის (I-XII) 52 ქულა და მეტი;
სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში (I-IX) 37 ქულა და მეტი;
მუსიკაში (I-IX კლასები) 43 ქულა და მეტი;
სპორტში (I-XII კლასები) 43 ქულა და მეტი;
ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასების) 40 ქულა და მეტი;
ქართულ ენასა და ლიტერატურაში (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) 32 ქულა და მეტი;
ბუნებისმეტყველებაში (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) 32 ქულა და მეტი;
მათემატიკაში (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) 32 ქულა და მეტი;
ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში/კომპიუტერულ ტექნოლოგიებში – 43 ქულა და მეტი;
სომხურ ენაში – 43 ქულა და მეტი; აზერბაიჯანულ ენაში – 43 ქულა და მეტი;
უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში – 33 ქულა და მეტი;
წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად – 43 ქულა და მეტი;
მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად – 53 ქულა და მეტი (75%-იანი ბარიერი).