სად შეგიძლიათ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ პროგრამაზე უფასოდ სწავლა - გაეცანით უმაღლესების ჩამონათვალს
13-08-2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, გამოქვეყნდა 2022-2023 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამების რომელშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

გაეცანით, რომელ უნივერისტეტებს აქვთ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული პროგრამები, რომელბსაც სახელმწიფო აფინანსებს:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა;

სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების (I-VI კლესები) ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა;

სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (დაწყებითი განათლება);

სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;

სსიპ − იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;

სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;

სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;

სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი -
ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;

სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.

იხილეთ:„უფასო ფაკულტეტების“ ჩამონათვალი ცნობილია - მინისტრის ბრძანება ძალაშია

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203