2021-2022 სასწავლო წლის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში სულ 62 981 მასწავლებელია დასაქმებული.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის თანახმად, პედაგოგებს შორის 54 945 ქალია, 8036 კი - მამაკაცი.
მასწავლებლების უმრავლესობა (56 010) საჯარო სკოლაში ასწავლის. მათგან 48 776 ქალია, 7234 კი - მამაკაცი.
რაც შეეხება კერძო სკოლებში მასწავლებლების რაოდენობას, კერძო სკოლებში სულ 6971 პედაგოგი მუშაობს, რომელთაგან 6169 ქალია, 802 კი - მამაკაცი.
აღსანიშნავია, რომ გასული სასწავლო წლის (2020-2021) სტატისტიკასთან შედარებით, მასწავლებელთა საერთო რაოდენობა 282-ით გაიზარდა.
თუ გსურთ, გაიგოთ პედაგოგების რიცხოვნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლების მიხედვით, იხილეთ ბმული.