„ჩვენ თქვენი მადლიერები ვართ“- ბათუმის N17 საჯარო სკოლაში დამლაგებლებს სიურპრიზი მოუწყვეს
30-03-2018
ბათუმის N17 საჯარო სკოლის თვითმართველობამ, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა დამლაგებლებს სიურპრიზი მოუწყვეს. 

მოსწავლეებმა მადლიერების გამოხატვვის მიზნით, ტრაფარეტები დაამზადეს წარწერით - „თქვენ გვიქმნით სუფთა გარემოს“, „ჩვენ თქვენი მადლიერნი ვართ“.

სკოლის აღსაზრდელებმა საზეიმოდ ტორტიც გაჭრეს და სკოლის დამლაგებელი ქალბატონები ყვავილებით დაასაჩუქრეს. 

„ამ სახით მადლიერება, დაფასება და პატივისცემა გამოვხატეთ ამ ქალბატონების მიმართ“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203