ბაღებში აღმზრდელთა დაბალი კვალიფიკაციის გამო, ბავშვების 50% აკმაყოფილებს სამინისტროს სტანდარტს
15-08-2022

ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა სკოლამდელი დაწესებულებების ხელშეწყობა.

როგორც დოკუმენტშია განმარტებული, მუნიციპალიტეტში სულ 600 3 წლის ზემოთ და სკოლამდელი ასაკის ბავშვია რეგისტრირებული, ტერიტორიაზე განთავსებულ 11 საბავშვო ბაღში დღეის მდგომარეობით შესაძლებელია 500 ბავშვის სწავლება. ხოლო 100 ბავშვი მოკლებულია შესაძლებლობას ისარგებლოს შესაბამისი მომსახურებით.

ირკვევა, რომ „შესწავლილი იქნა არსებულ ბაღებში სწავლების ხარისხი და დადგინდა, რომ საბავშვო ბაღ დამთავრებული 181 ბავშვიდან მხოლოდ 50 პროცენტი აკმაყოფილებს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ სტანდარტს. რაც ძირითადად აღმზრდელების დაბალი კვალიფიკაციით არის გამოწვეული; ამასთან დაკავშირებით უნდა მოხდეს თანამშრომელთა გადამზადება. ასევე სტანდარტებს ნაწილობრივ შეესაბამება კვების მენიუები, ხოლო პროდუქცია არის ხარისხიანი; ნაწილობრივ შეესაბამება სტანდარტებს ბაღების ინფრასტუქტურა და აღჭურვა,ეზოები არ არის შესაბამისად მოწყობილი.უნდა მოხდეს ბავშვების ტრანსპორტირება მეზობელ სოფლებიდან. ჩვენი მიზანი საშუალო ვადიან პერიოდში მოვახდინოთ აღნიშნული პრობლემების მოგვარება და სტანდარებში მოქცევა“, - ნათქვამია დადგენილებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203