ახალციხის N3 საჯარო სკოლაში მძლეოსან გოგონათა გუნდი უკვე სამი წელია ფუნქციონირებს.
გუნდის შემადგენლობაში არიან: ჰასმიკ მარქარიანი, ირინა აკოფიანი, სოფია აკოფიანი, სვეტლანა პოღოსიანი.
გუნდს ხელმძღვანელობს ახალციხის N3 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი გევორქ სარქისიანი.
ამ სამი წლის განმავლობაში გოგონებმა მრავალ წარმატებას მიაღწიეს: 2016 წელს ჯერ ქალაქის პირველობა მოიპოვეს, შემდეგ სამცხე–ჯავახეთის. საბოლოოდ ანაკლიის ბანაკში, 12 რეგიონს შორის, მესამე ადგილი დაიკავეს.
2017 წელს რეგიონის ჩემპიონობის შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვეს. ფინალში დიდი უპირატესობით დაამარცხეს დასავლეთის ჩემპიონი გუნდი.
ამჯერად, გოგონები და მათი მწვრთნელი საფრანგეთში მორიგ ტურნირზე მიემგზავრებიან.
შეჯიბრება 2-7 აპრილს გაიმართება.
ჩემპიონატში საქართველოს გარდა 25 ქვეყნის სკოლის მოსწავლეთა გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
ახალციხის N3 საჯარო სკოლა გოგონებს და მწვრთნელს წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები