ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჩაგვრის შესახებ ფილმი ნახეს
30-03-2018
ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლაში, მე-9 კლასში „ბულინგის“ თემაზე სადამრიგებლო საათი ჩატარდა.
სკოლის აღსაზრდელებმა ფილმი ,,საოცრება" ნახეს. კინოჩვენების შემდეგ მოზარდებმა ერთმანეთს მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს და სურათის შინაარსის შესახებ იმსჯელეს.
„საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეთა მოსაზრებები და შეფასებები. მათ აღნიშნეს რომ ეს ფილმი ყველა ბავშვმა და მშობელმა უნდა ნახოს“, - ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
ფილმი „საოცრება“ რეჟისორ სტივენ ჩბოსკის საოჯახო დრამაა, რომელიც დაფუძნებულია რაქელ პალაციოს ამავე სახელწოდების ნაწარმოებზე. სურათის მთავარი გმირი ავგუსტი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც უყვარს ვიდეო თამაშები, ძაღლთან ერთად სეირნობა და დაიკოსთან ჩხუბი და შერიგება. მაგრამ ამავე დროს იგი ჩვეულებრივი ბიჭი არაა, მას არასოდეს უვლია სკოლაში. იგი გენეტიკური დეფორმაციით დაიბადა - მას სახე არ აქვს. ერთ დღეს კი იგი სკოლაში მიდის. ავგუსტს თანატოლები ცუდად ექცევიან, მაგრამ მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაამტკიცოს, რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს.