შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებელთა ყველა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა; შესაბამისად, ახლა დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება.
ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნაშრომების გასაჩივრება აპლიკანტებს 19 აგვისტოდან და 23 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ. „დეტალები გამოქვეყნდება ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე. გამოსაცდელს შესაძლებლობა ექნება გაასაჩივროს ერთი ან რამდენიმე დავალების შეფასება. სააპელაციო განაცხადების განხილვის შემდეგ იმ საგნებში, რომლებშიც ტესტის რამდენიმე ვარიანტი იყო, მოხდება ქულათა გათანაბრება.
წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა საყურადღებოდ: გაითვალისწინეთ, რომ ტესტების ვარიანტების სირთულეების გათანაბრებისა და სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ შესაძლებელია შეგეცვალოთ ქულა. დეტალური ინფორმაცია აისახება თქვენს პირად სარეგისტრაციო გვერდზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.