ბაღებში იგეგმება წარმატებული პედაგოგების წახალისება - დეტალები
23-08-2022

ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებები შევიდა, სადაც განისაზღვრა სკოლამდელი დაწესებულებების ხელშეწყობა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 15 საბავშვო ბაღი 592 აღსაზრდელით, სულ სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულია 254 თანამშრომელი, მათ შორის 32 კაცი და 222 ქალი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად იგეგმება: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგიის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის(ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება. ბაგა-ბაღების პერსონალის  შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება. პროგრამით დაგეგმილია სკოლამდელი განათლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ამასთან პროგრამის ფარგლებში მოხდება სკოლამდელი აღზრდის წარმატებულ პედაგოგთა შრომის სტიმულირება და წახალისება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების შენობებისა და ეზოების კეთილმოწყობა, მშენებლობა და კაპიტალური რეაბილიტაცია“.

ასევე იგეგმება ბაგა-ბაღების პერსონალის  შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება; მოხდება სკოლამდელი აღზრდის წარმატებულ პედაგოგთა შრომის სტიმულირება და წახალისება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203