მაგისტრანტები და აბიტურიენტები საბოლოო შედეგების მოლოდინში არიან. როდის გამოქვეყნდება პასუხები? - დღის აქტუალურ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხობს.
როგორც უწყება განმარტავს, მაგისტრანტები დღეს - 19 აგვისტოს შედეგების გამოქვეყნებას არ უნდა ელოდონ, რადგან „მიმდინარეობს გასწორების პროცესი“, ხოლო რაც შეეხება აბიტურიენტების აპელაციების შედეგებს, აპლიკანტები პასუხებს 25 აგვისტომდე შეიტყობენ.