გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები აქტიურად ჩაერთვნენ ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ Izrune.ge - ში.
სკოლის წარმომადგენელის ინფორმაციით, მოსწავლეები უკვე დარეგისტრირდნენ საიტზე და ტესტებზე მუშაობაც აქტიურად დაიწყეს:
„მოსწავლეები და მათი მშობლები ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან თვის ბოლო კვირა დღეს - „შვილებზე ზრუნვის დღეს“, რათა შემაჯამებელი ტესტები შეავსონ და თავიანთი ცოდნა შეამოწმონ.“
შეგახსენებთ, რომ ახალი საიტი რამდენიმე თვეა, რაც ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა. მისი მიზანია მშობლის ჩართულობის გაზრდა შვილის აღზრდა-განათლება-წახალისების პროცესში. მოსწავლეებს აქვთ საშუალება, საკუთარი კლასის შესაბამისად ივარჯიშონ მათთვის სპეციალური ალგორითმით შექმნილ უნიკალურ ტესტებში, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა, ხოლო თავის მხრივ, მშობლებს და რომ არა მარტო მშობლებს, არამედ მთლიანად ოჯახს, აქვს საშუალება, თვალყური მიადევნოს ბავშვის განვითარებას, მონაწილეობა მიიღოს მისი აღზრდა-განათლების და წახალისების პროცესში, იამაყოს მისი მიღწევებით.
იხილეთ ფოტოები