სკოლებისა და რესურსცენტრების წარმომადგენლებისთვის ტრენინგები ჩატარდა
19-08-2022

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური თვითშეფასების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში“, ონლაინ რეჟიმში, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით, გაიმართა ტრენინგები სახელწოდებით „ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თავისებურებანი“, რომელსაც უძღვებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საგანმანათლებლო სერვისების განვითარების სამსახურის უფროსი სალომე აბრამიშვილი.

ტრენინგების ძირითადი მიზანი იყო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური გაძლიერება, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიმართულებით. ასევე, დაწესებულებების მიერ შესრულებული სამუშაოსა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა, ზემოაღნიშნული პროცედურების განხორციელების პროცესში.

ტრენინგებს ესწრებოდნენ საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლების, ასევე რესურსცენტრების 300-ზე მეტი წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203