საბაზო და საშუალო საფეხურების ახალი საათობრივი ბადე - ცვლილება ესგ-ში
19-08-2022
განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით განისაზღვრა საათობრივი ბადე საბაზო და საშუალო საფეხურის ქართული, ასევე არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის.

აღსანიშნავია, რომ საშუალო საფეხურის საათობრივი ბადე X კლასისთვის ამოქმედდება 2022-2023 სასწავლო წლიდან, XI კლასისთვის – 2023-2024 სასწავლო წლიდან, XII კლასისთვის – 2024-2025 სასწავლო წლიდან.

ასევე „მოსწავლემ მე-10 კლასში სახელოვნებო ბლოკის ორი პროექტიდან უნდა აირჩიოს ერთ-ერთი პროექტი: ან სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, ან მუსიკაში; თუ X კლასში აირჩია პროექტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, XI კლასში (მომდევნო სასწავლო წლიდან) აირჩევს პროექტს მუსიკაში ან პირიქით“, - ნათქვამია ბრძანებაში.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ჯამური საათობრივი დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 35 საათს.

სრული დოკუმენტი და საათობრივი ბადე, შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203