საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აპლიკანტებს შედგების გასაჩივრებისთვის 3 დღე აქვთ. სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება 23 აგვისტოს და 25 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება. დეტალები გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე. განაცხადის გაკეთებისის გადადით
ბმულზე.გაითვალისწინეთ, რომ ტესტის 4 ნაწილიდან ნებისმიერ სამში კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა საკმარისია იმისათვის, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაგეთვალოთ. თუმცა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას შეუძლია, თავად დაადგინოს ის 3 ნაწილი, რომლებშიც მოითხოვს ბარიერის დაძლევას და სხვ. დეტალები იხილეთ
გზამკვლევის ცხრილებში. ტესტები, სწორი პასუხები და შეფასების სქემები