ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება - იმოქმედებს თუ არა კოვიდშეზღუდვები
22-08-2022

​თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება - ამის შესახებ etaloni.ge- ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

„სააღმზრდელო პროცესის დაწყება 15 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი. ისე კი, ზუსტი თარიღი მანამდე აუცილებლად გამოცხადდება“, - განმარტეს უწყებაში.

აქვე საინტერესოა, იმოქმედებს თუ არა კოვიდშეზღუდვები და რა რეგულაციებით უნდა იხელმძღვანელომ სააღმზრდელო დაწესებულებებმა, თუმცა, როგორც ირკვევა, დეტალები ჯერჯერობით უცნობია და ინფორმაცია სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე გასაჯაროვდება.

იხილეთ ასევე:

როდის დაიწყება ახალი სასწავლო წელი - თარიღი ბრძანებით არის განსაზღვრული

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203