განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მორიგი სხდომა 6 სექტემბერს გაიმართება, სადაც 6 სკოლის საკითხი განიხილება.
კონკრეტულად კი, ცენტრის ინფორმაციით, დღის წესრიგშია 5 სკოლის ავტორიზაციის დეტალები და ერთ სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდის ინიციატივა.
1. სსიპ - ქალაქ თბილისის N221 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის საკითხის განხილვა;
2. შპს წმინდა გიორგის სახელობის ბრიტანულ-ქართული სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
3. შპს ზოგადსაგანმანათლებლო არასახელმწიფო საერო მრავალპროფილიანი სკოლა რეცას ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
4. შპს ახალი ლიცეუმის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
5. შპს ათასწლეულის სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა.
6. ა(ა)იპ -ჩემი ევროპული სკოლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა.
შეხვედრა 2022 წლის 06 სექტემბერს 15:00 საათზე დაიწყება. კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოებისათვის საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, "zoom" -ის პლატფორმის გამოყენებით.
წარმოგიდგენთ ბმულს: https://us02web.zoom.us/j/88185039485?pwd=YytkWEJHNGRzMkJWT0Z1S21VWWFuQT09
Meeting ID: 881 8503 9485
Passcode: 632143