ახალციხის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ცოდნის გამოვლენაში ეჯიბრებიან
30-03-2018
ახალციხის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმართველობის კლუბ „მერმისის“ (ხელმძღვანელი ირმა ბრეგვაძე) ინიციატივით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“. თამაშში მონაწილეობდნენ VIII, IX, X და XI კლასის მოსწავლეები.
მოსწავლეები ერთმანეთს ეჯობრებოდნენ სხვადასხვა სასკოლო საგნის და ზოგადი ცოდნის გამოვლენაში.
გამარჯვებული გუნდები სკოლის ადმინისტრაციამ სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.