იზრდება თუ არა საათობრივი დატვირთვა X კლასში - ახალი სასწავლო წლიდან საგანი ემატება
ეროვნულ სასწავლო გეგმაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, X კლასში 2022-2023 სასწავლო წლის საათობრივი ბადე განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს ახალი საგანი ემატებათ - საქართველოს ისტორია; თუმცა კვირეული საათობრივი დატვირთვა არ იზრდება.
მომავალ სასწავლო წელს მეათე კლასის მოსწავლეები შემდეგ საგნებს ისწავლიან: ქართული ენა და ლიტერატურა; მათემატიკა; პირველი უცხოური ენა; მეორე უცხოური ენა; ისტორია; საქართველოს ისტორია; გეოგრაფია; მოქალაქეობა; ბიოლოგია; ფიზიკა; ქიმია; ფიზიკური აღზრდა და სპორტი; არჩევითი საგანი.
იხილეთ, დეტალური საათობრივი ბადე მეათე კლასის ქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებისთვის: