მიენიჭებათ თუ არა მენტორის სტატუსი იმ უფროს მასწავლებლებს, ვინც შესაბამისი ბარიერი გადალახა?
08-09-2022

პედაგოგების ყველა გამოცდის შედეგები უკვე ცნობილია და არიან ისეთ აპლიკანტები, ვინც ზოგადი უნარების გამოცდაზე საკმაოდ მაღალი შეფასებები დაიმსახურა - წამყვანის ნაცვლად, პირდაპირ მენტორის ბარიერი გადალახა.

საინტერესო ისაა, რა ხდება ასეთ დროს და მიენიჭებათ თუ არა მენტორის სტატუსი იმ უფროს მასწავლებლებს, რომელთაც შესაბამისი ბარიერი გადალახეს?

საქმე ის გახლავთ, რომ კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრულია - თუ უფროსმა მასწავლებელმა პირდაპირ გადალახა მენტორის ზღვარი, ის ამ სტატუსს მაინც ვერ მიიღებს, რადგან არ შეიძლება საფეხურის გამოტოვება - ჯერ წამყვანი უნდა გახდეს, სამაგიეროდ, წინსვლისთვის აღარ დასჭირდება საგნის გამოცდის ჩაბარება და შესაბამისი აქტივობებით.

„იმ შემთხვევაში,თუ უფროსი მასწავლებელი, პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებისას გადალახავს მენტორი მასწავლებლის სტატუსისთვის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დადგენილ ზღვარს, მას უფლება აქვს, მიღებული შედეგი გამოიყენოს მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების პროცესში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203