პედაგოგს უფლება აქვს გაასაჩივროს პრაქტიკული ნაწილის შეფასების დასკვნა - საბოლოოდ ვინ წყვეტს სტატუსის მინიჭების საკითხს
01-10-2022

სტატუსის მისაღებად, მასწავლებლების პრაქტიკული საქმიანობაც უნდა შეფასდეს, - ამ საკითხს სქემა არეგულირებს და სქემითვე ირკვევა, რომ პედაგოგს პრაქტიკული ნაწილის შეფასების შესახებ დასკვნის გასაჩივრების უფლებაც აქვს. ამისთვის კი პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა მიმართოს, მიღებული შედეგის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულ პორტფოლიოში ასახვიდან ერთი თვის ვადაში.

საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ასევე ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის საპრეტენზიო კომისიას და ამტკიცებს საპრეტენზიო კომისიის დებულებას.

აღსანიშნავია, რომ საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა მასწავლებლის შეფასებასა და მასწავლებლისათვის ამ სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წინადადების შემუშავებაში.

საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია, საპრეტენზიო განაცხადთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება:

ა) საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ბ) საპრეტენზიო განაცხადის  დაკმაყოფილების შესახებ.

საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება კი, მისი მიღებიდან ერთი კვირის ვადაში წარედგინება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203