ახალი სასწავლო წელი მალე დაიწყება, თუმცა მანამდე მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას მოუწევს მისვლა, გარკვეული საკითხების დასარეგულირებლად; მით უმეტეს, რომ განათლების მინისტრის ბრძანებით, უკვე დამტკიცებულია საათობრივი ბადე დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის.
როდის უნდა გამოცხადდნენ პედაგოგები სკოლაში? - აღნიშნულია კითხვით Etaloni.ge-მ განათლების სამინისტროს მიმართა, სადაც განგვიმარტეს, რომ ეს საკითხი სამინისტროს მიერ არ რეგულირდება და დირექცია წყვეტს, პედაგოგები როდის უნდა მივიდნენ სამსახურში.
აქვე საინტერესოა, რა ფორმატით განახლდება სასწავლო პროცესი, თუმცა აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არავის აქვს და როგორც ჩხენკელის უწყებაში აღნიშნეს, უახლოეს მომავალში შესაბამისი ბრძანება გამოქვეყნდება.