აბიტურიენტთა აპელაციის შედეგები დღეს გამოქვეყნდება - NAEC ბრიფინგს მართავს
25-08-2022
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2022 წლის აბიტურიენტების აპელაციის შედეგებს სავარაუდოდ, დღეს გამოაქვეყნებს. ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგს გამართავს, რომელში დეტალურად იქნება განხილული ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ.
„დღეს, 25 აგვისტოს, 11:00 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს“, - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მეორე დღის საღამოს 18:00 საათამდე ექნებათ პრიორიტეტული ჩამონათვალის შეცვლის უფლება.