რუსთავის N12 საჯარო სკოლის ისტორიის კლუბი ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს
30-03-2018

რუსთავის N12 საჯარო სკოლაში მოქმედებს ისტორიის კლუბი „დავითისანი“, რომელიც ხშირად აწყობს ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებულ გასვლით ღონისძიებებს. 

კლუბის ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება იყო 1921 წლის 25 თებერვლისადმი მიძღვნილი ტური კოჯორ-ტაბახმელასა და პარლამენტში. 

ბავშვებმა მოინახულეს ადგილები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, მის დამცველ იუნკერთა სახელებთან.  

მოსწავლეებმა დეტალურად დაათვალიერეს პარლამენტის დარბაზები, მოისმინეს საპარლამენტო მუშაობის თავისებურებები, გადაიღეს ფოტომასალა. 

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203