აბიტურიენტების აპელაციის შედეგები, გათანაბრებული და სკალირებული ქულები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე გამოაქვეყნა; თუმცა უკმაყოფილო აპლიკანტი საკმაოდ ბევრია - ნაწილმა ბარიერი ვერ გადალახა, თუმცა მიიჩნევენ, რომ ქულა უსამართლოდ არ მოუმატეს ნაშრომში.
რა უნდა მოიმოქმედონ ასეთ დროს? - ირკვევა, რომ მათ სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება აქვთ:
„შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64)“, - აღნიშნულია გამოცდების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
იხილეთ:გათანაბრებული და სკალირებული ქულები ცნობილია - რომელი ვარიანტები გამოცხადდა რთულად
ქულა 1500-ზე მეტ ნაშრომს მოემატა, ხოლო 34-ს დააკლდა - სოფიო გორგოძე
გათანაბრებული ქულების ცხრილი გამოქვეყნდა