ლეღვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაკვეთილი ბუნებაში მოისმინეს
30-03-2018
ლეღვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „კალოს გორა“ დალაშქრეს.

სკოლის II კორპუსის მე-4 კლასის მოსწავლეებს კლასის დამრიგებელმა ლელა თაბუკაშვილმა გაკვეთილი ბუნებაში ჩაუტარა. მასწავლებელმა აღსაზრდელებთან ეკოლოგიურ პრობლემებსა და გარემოს მოფრთხილებაზე ისაუბრა.

„მოსწავლეებმა ისწავლეს თუ როგორ გაუფრთხილდნენ ბუნებას და ტყე ხანძრისგან დაიცვან“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203