როდის დაიწყება წიგნების დარიგება - მიიღებს თუ არა ყველა მოსწავლე ახალ სახელმძღვანელოს?
04-09-2022

სკოლებში წიგნების დარიგება სექტემბრიდან დაიწყება. ახალ სასწავლო წლამდე სახელმძღვანელო ყველა მოსწავლეს უნდა ჰქონდეს.

მიიღებს თუ არა ყველა მოსწავლე ახალ სახელმძღვანელოს?

ყოველი სასწავლო წლის ბოლოს სკოლები მოსწავლეებისგან წიგნებს უკან იბრუნებენ და სახელმძღვანელოების ვარგისიანობის შეფასება ხდება. სკოლის ადმინისტრაცია ითვლის იმ წიგნების რაოდენობას, რომელიც ვარგისია და შემდეგ წელსაც გამოდგება, ასევე ითვლება ის წიგნები, რომელთა გამოყენებაც შეუძლებელია. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლების საჭირო რაოდენობის წიგნებით მომარაგება ხდება, თუმცა ყველა მოსწავლე ახალ სახელმძღვანელოს ვერ მიიღებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სკოლები თავად აფასებენ გამოყენებული წიგნების ვარგისიანობას, ახალ სასწავლო წელს კი მოსწავლეთა ნაწილი გამოყენებულ სახელმძღვანელოს მიიღებს, ნაწილი კი - სრულიად ახალს.

როდის უნდა მიაკითხოს მშობელმა სკოლას სახელმძღვანელოების მისაღებად?

როდესაც სკოლები საჭირო რაოდენობის წიგნებით აღიჭურვება, დამრიგებლები თავიანთი კლასისთვის საჭირო რაოდენობის სახელმძღვანელოებს მიიღებენ, შემდეგ კი პედაგოგები წიგნების გადასაცემად მოსწავლეთა მშობლებს თავად დაუკავშირდებიან. წიგნების მიღება და დარიგება ყოველწლირად სექტემბრის პირველი ორი კვირის ვადაში ხდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203