ბაღები ვაკანსიებს 5 სექტემბრის შემდეგ გამოაცხადებენ - შესაძლოა ჩატარდეს ტესტირება
26-08-2022

თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი სავარაუდოდ, 15 სექტემბერს განახლდება, თუმცა მანამდე როგორც ირკვევა, გასაჯაროვდება ინფორმაცია მათთვის, ვისაც სააღმზრდელო დაწესებულებაში დასაქმება სურს და არც ისაა გამორიცხული, ვაკანტურ ადგილებზე ტესტირება ჩატარდეს.

დეტალების დასაზუსტებლად etaloni.ge თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართა; ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ უახლოეს მომავალში ბაღები გადაწყვეტენ, სჭირდებათ თუ არა ახალი კადრები, გაირკვევა, სად დაამატეს ჯგუფები და სადაა საჭირო საკადრო რესურსი:

„მას შემდეგ რაც ვაკანსიების საკითხი გაირკვევა, დაახლოებით 5 სექტემბრისთვის სააგენტოს მოგვაწვდიან დეტალურ ინფორმაციას, რომელიც ჩვენს გვერდზეც გამოქვეყნდება. დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს და შესაძლოა ტესტირებაც ჩატარდეს კადრების შერჩევისას... ეს დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე. ასე რომ, დაახლოებით 10 სექტემბრისთვის, უნდა იაქტიუროთ“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203