სტუდენტები ყოველთვიურად 60 ლარს მიიღებენ - ცვლილებები რუსთავის ბიუჯეტში
28-08-2022

რუსთავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში, საკრებულოს დადგენილებით, ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა და გარკვეული კატეგორიის ახალგაზრდები, ყოველთვიურად 60 ლარით დაფინანსდებიან.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე სტუდენტები (ბაკალავრები), რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ).

გამონაკლისის სახით, თუ სტუდენტი ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგენს დოკუმენტს (სკოლის ატესტატს ან ცნობას შესაბამისი სასწავლო დაწესებულებიდან), რომლითაც დადასტურდება, რომ სკოლის დამამთავრებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდა რუსთავის სკოლაში, ჩაეთვალოს ორ (2) წლიან რეგისტრაციად და მიეცეს პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, ბ)არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები; გ) სტუდენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აქვს სახელმწიფო გრანტის სრული ოდენობა და მისი აკადემიური შეფასების საშუალო ქულა 81 და მეტია (100-ქულიანი შეფასების სისტემიდან); დ) სტუდენტი სწავლობს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პრიორიტეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და მისი აკადემიური შეფასების საშუალო ქულა 81 და მეტია (100-ქულიანი შეფასების სისტემიდან). დახმარება მოიცავს თვეში ერთხელ 60 ლარის ოდენობას.გამონაკლის წარმოადგენს დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203