15 დოკუმენტი, რომელიც პედაგოგმა პორტფოლიოში​ უნდა ატვირთოს
21-09-2022

წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა გამოცდამ ჩაიარა და ამჯერად, პედაგოგები სტატუსის ამაღლების მიზნით, სრულყოფილი პორტფოლიოს შესაქმნელად ემზადებიან.

ოფიციალური განმარტებით, პორტფოლიო სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის შესაბამისი კომპეტენციების დამადასტურებელი დოკუმენტების ორგანიზებული კრებულია. რატომღაც ისე მოიაზრება, რომ პორტფოლიოს „გამდიდრებაზე“ მხოლოდ სტატუსის ამაღლების მსურველმა მასწავლებლებმა უნდა იზრუნონ, რეალურად კი პროფესიული საქაღალდის წარმოება ყველა პედაგოგისთვის სავალდებულოა. მათი პორტფოლიო კი, ვინც კარიერულ წინსვლას გადაწყვეტს და პროფესიული უნარების გამოცდას წარმატებით ჩააბარებს, მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლების მიერ შემოწმდება.

სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლის პორტფოლიო მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე შეფასდება. ის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში უნდა იყოს განთავსებული (eschool.emis.ge ან ელექტრონული სისტემა).

მასწავლებლის პორტფოლიო არის ინდივიდუალური ნამუშევრების კრებული, რომელშიც უნდა ჩანდეს როგორც პედაგოგის მუშაობის პროცესი (პრაქტიკული საქმიანობა), ასევე შედეგი. შესაბამისად, ყველა პედაგოგის პროფესიული საქაღალდე ერთნაირი დოკუმენტებით ვერ შეივსება, თუმცა გთავაზობთ 15 მნიშვნელოვან მასალას, რომელთა პროფესიულ საქაღალდეში ატვირთვაც შეგიძლიათ.

  1. თემატური ერთეულები;
  2. სამოდელო გაკვეთილის ამსახველი მასალა;
  3. ჩატარებული სავალდებულო გაკვეთილების გეგმა, რეფლექსია, ხარისხის განვითარების ჯგუფის უკუკავშირი.
  4. კომპლექსური დავალებების განხორციელების ამსახველი მასალა (მოსწავლეთა ნამუშევრები, ფოტომასალა, ბარათები ინსტრუქციით, რეფლექსია და ა.შ.);
  5. კლასგარეშე აქტივობების შესახებ ინფორმაცია (ანგარიში და ფოტომასალა);
  6. განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტის ან ღონისძიების ამსახველი მასალა;
  7. საკლასო ნამუშევრები;
  8. შედგენილი ტესტები (შემაჯამებლებისთვის ან სხვა მიზნით);
  9. მოსწავლეთა მიღწევების ამსახველი მასალა (საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები, სიგელები, საპრიზო ადგილები და ა.შ.)
  10. ჩატარებული კვლევები;
  11. კოლეგის გაკვეთილზე დასწრებისას გაკეთებული ჩანაწერები და რეკომენდაციები;
  12. შექმნილი სასწავლო რესურსები (მოკლე აღწერა და გამოყენების მოტივი);
  13. გამოყენებული მეთოდები (მოკლე აღწერა, ანგარიში მისი ეფექტურობის შესახებ);
  14. ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  15. პროფესიული განვითარების მიზნით გავლილი ტრენინგების სერტიფიკატები.

იხილეთ ასევე: „პორტფოლიოს შეფასებისას უპირატესობა მიენიჭება ბოლო წლების აქტივობებს“ - ჩაეთველებათ თუ არა მასწავლებლებს აქამდე ატვირთული დოკუმენტები?

მასწავლებლის სახლი განმარტავს, რომელი აქტივობები უნდა შეიტანოთ პორტფოლიოში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203