KIU-მ „GET LOST WIZZAIR“-ის მონაწილეებს უმასპინძლა
29-08-2022
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ვიზიტად მყოფი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, ბლოგერები, ჟურნალისტები და ინფლუენსერები ეწვივნენ.

პროექტის „GET LOST WIZZAIR“ – „დაიკარგე Wizz air-თან ერთად“ მონაწილე 200 სტუმრისთვის მოეწყო საინფორმაციო ტური. ვიზიტორები გაეცნენ რეგიონში ერთ-ერთ უდიდეს საუნივერსიტეტო ქალაქს, დაათვალიერეს  KIU-ს კამპუსი,საცხოვრებელი და სასწავლო სივრცე და სტრიტ არტის ნამუშევრები. ასევე შეხვდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს. 

ბლოგერების ვიზიტი უნივერსიტეტში პროექტის “GET LOST WIZZAIR“ ფარგლებში განხორციელდა. მსგავსი მასშტაბის ინფო-ტური საქართველოში პირველად ჩატარდა.  ქუთაისი არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ჩამოსულ 100 ჟურნალისტს, ბლოგერსა და ინფლუენსერს (მეწყვილეებთან ერთად) 4 დღის განმავლობაში მასპინძლობდა. ისინი გაეცნენ რეგიონის ღირსშესანიშნაობებს, დაცულ ტერიტორიებსა და  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ვიზიტის შემდეგ იგეგმება სხვადასხვა ვიდეორგოლის გადაღება და საერთაშორისო მედია პლატფორმებზე მათი განთავსდება.

პროექტი, რომელიც მიზნად ახლო აღმოსავლეთში იმერეთის რეგიონის  ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობას ისახავს, ქუთაისში DMO იმერეთისა  და კომპანიის Wizz air abu dhabi-ს  თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება. 

პროექტში პარტნიორი ორგანიზაციების სტატუსით ჩართულები არიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება,  საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, ქუთაისის მერიის ფოლკლორის ცენტრის - სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203