რა ვადაში დაგიბრუნდებათ აპელაციისთვის გადახდილი თანხა - განმარტება NAEC-სგან
29-08-2022
2022 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად ქულა შეეცვალათ, ან ზედმეტი გადაიხადეს შეუძლიათ თანხის უკან დაბრუნება მოიტხოვონ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თანხისმოთხოვნის შესახებ განაცხადი 29 აგვისტოს 12:00 საათიდან  29 სექტემბრის 18:00 საათამდე  უნდა გააკეთონ.

იმ სტუდენტებს, რომლებმაც 2022 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას თანხა ზედმეტად გადაიხადეს, საპრეტენზიო ვადის ამოწურვამდე არ წარადგინეს საპრეტენზიო განაცხადი ან აღნიშნული ვადის გასვლამდე უარი თქვეს საპრეტენზიო განცხადებაზე, აგრეთვე იმ სტუდენტებს, რომელთა საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზეც შეიცვალა ტესტის შეფასება, თანხის დაბრუნების თაობაზე განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის გამოყენებით.
 
თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203