დილისკის N1 საჯარო სკოლაში სახალისო ვიქტორინა გაიმართა
02-04-2018
დილისკის N1 საჯარო სკოლაში ვიქტორინა გაიმართა. 

კონკურსს მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექტორი ესწრებოდნენ. ვიქტორინას კომპეტენტური ჟიური აფასებდა.

გუნდები - „ნიკე“, „ქარიშხალი“ და ,,აქტიურები“ მეოთხე და მეექვსე  კლასელებით იყო დაკომპლექტებული.  

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გუნდები მიესალმნენ ერთმანეთს, ახსნეს გუნდის სახელწოდებები,  წარმოადგინეს კედლის გაზეთები და გუნდების ემბლემები. 

მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული კონკურსი სახალისოდ წარიმართა, გულშემატკივრებსაც გაუჩნდათ კონკურსში ჩართვის სურვილი. 

საბოლოოდ,  ქულათა საერთო რაოდენობით  კონკურსის გამარჯვებული „ნიკე“ გახდა.  ვიქტორინის ყველა მონაწილეს სიგელები გადაეცა.

კონკურსს ორგანიზება გაუწიეს ტრენერ-მასწავლებელმა იამზე მსხვილიძემ, მასწავლებელმა-არევ გაბრიელიანმა და  დამხმარე მასწავლებელმა ხატია ჯვარიძემ.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203