პედაგოგებისა და აღმზრდელების საპენსიო დანაზოგი გაქრა? - სააგენტოს განმარტება
29-08-2022

გარკვეული პერიოდი მოქალაქეებს საკუთარ საპენსიო დანაზოგზე წვდომა შეეზღუდათ, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია; ბუნებრივია, შექმნილმა ვითარებამ არაერთი ვერსია გააჩინა, თუმცა მოგვიანებით საპენსიო სააგენტომ განმარტა, რომ ეს სისტემის განახლებამ განაპირობა და ახლა ყველაფერი მოგვარებულია:

„საპენსიო სააგენტო პერიოდულად ახორციელებს IT ინფრასტრუქტურის განახლებას. როგორც იცით, ჩვენს მონაცემთა ბაზაში დაცულია მილიონობით მონაცემი და მათი დამუშავებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურა შესაბამისი დაცვისა და წარმადობის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. დღეს მიმდინარეობდა ერთ-ერთი ასეთი ტექნიკური განახლება, რომლის დროსაც შეზღუდული იყო წვდომა მონაწილეების პირად საპენსიო გვერდებზე და ინტერნეტ ბანკში საპენსიო დანაზოგების შესახებ ინფორმაციაზე. ამ ეტაპზე აღნიშნული განახლება დასრულებულია და კვლავაც ჩვეულ რეჟიმში ხელმისაწვდომია ყველა სერვისი და ინფორმაცია“, - ნათქვამია განმარტებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203