რამდენიმე კვირაში მზად იქნება საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია/მშენებლობის პროექტი - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საბავშო ბაღებშბი ბასვებისთვის ღირეული პირობები უნდა იყოს.
„მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტსა და სოფელში ბაღები სავალალო მდგომარეობაშია. სკოლების გარდა აუცილებელია, რომ საბავშვო ბაღებიც იყოს გამართული, ევროპული სტანდარტის. ისე, რომ ღირსეულ პირობებში იზრდებოდნენ ჩვენი შვილები, საბავშვო ბაღიდან დაწყებული, სკოლებში და შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში. ასე, რომ ამ პროგრამას მოვამზადებთ უახლოეს რამდენიმე კვირაში. ამ პროცესში ჩართულია ბატონი ირაკლი ქარსელაძე და ლერი ბარნაბიშვილი და ამის თაობაზე ინფორმაციას დეტალურად წარმოგიდგენთ მიხეილ ჩხენკელი, თუ რას ვგეგმავთ და როდის დაიწყება ბაღების რეაბილიტაციის პროგრამაც“, - განაცხადა პრემიერმა.