მასწავლებლების ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განმარტება გააკეთა და დასძინა, რომ აუცილებელია, იმ ხალხს, ვინც ღირსეულად ემსახურება ჩვენს ქვეყანას, შრომა დაუფასდეს:
„დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, სახელფასო ანაზღაურება საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის უნდა გაიზარდოს და ის უნდა გაუტოლდეს კერძო სექტორს, რათა ერთის მხრივ, გვქონდეს ხარისხიანი სერვისები - ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას და მეორეს მხრივ - დაფასდეს იმ ადამიანების შრომა, რომლებიც ღირსეულად ემსახურებიან თავის ქვეყანას - მეხანძრე-მაშველები, ექიმები, მასწავლებლები, სამართალდამცველები... მათი შრომა უნდა დაფასდეს“, - აღნიშნა ლევან დავითშვილმა