„ნუ მოჭრი ბზას“ - სენაკის N1 საჯარო სკოლა კავკასიის გარემოს დაცვის ორგანიზაციების აქციაში ჩაერთო
02-04-2018
სენაკის N1 საჯარო სკოლის CENN (კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი) გუნდი „ეკოპი“ ჩაერთო კამპანიაში „ნუ მოჭრი ბზას“. 

კამპანიის ფარგლებში სკოლას საჩუქრად გადაეცა კოლხური ბზის ნერგები.  

ნერგები რუხში, კოლხური ბზის საბაზისო სანერგეში, პროექტის „საბაზისო სანერგე კოლხური ბზის კონსერვაციისთვის“ ფარგლებში გამოიყვანეს.  

პროექტის ინიციატორი კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელია.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, პროექტის ერთერთ ამოცანას წარმოადგენს კოლხური ბზის ნერგების გასაჩუქრება ბზობის დღესასწაულის დროს ბუნებრივი ტყეების დაცვის მიზნით.   

სკოლის მოსწავლეებმა ბზის ნერგები სკოლის მასწავლებლებს უსახსოვრეს.  

იხილეთ ფოტოებ
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203