ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები უკვე ცნობილია. აბიტურიენტებმა იციან, რომელ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ და აიღეს თუ არა გრანტი. თუმცა ინფორმაცია ყველასთვის სასიხარულო სულაც არ ყოფილა, აბიტურიენტების ნაწილი, ისეთ პროგრამაზე მოხვდა, რომელიც დიდად არ უნდოდა, თუმცა პრიორიტეტულ ჩამონათვალში მაინც ეწერა. აქედან გამომდინარე, მობილობის საკითხი აქტუალური გახდა და დეტალების გასარკვევად, ETALONI.GE-მ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას მიმართა
განათლების მართვის საინფრმაციო სისტემაში აღნიშნეს, რომ პირველი კურსის დახურვამდე სტუდენტებს არც უნივერისტეტის და არც ფაკულტეტის შეცვლის უფლება არ აქვთ.
უწყებაში განმარტავენ: პირველკურსელებს მობილობის უფლება არ აქვთ. სტუდენტი პირველ კურსს, რომ დაასრულებს შემდგომ შეეძლება მობილობით სარგებლობა. მობილობის შესახებ ინფორმაციის ნახვა კი EMIS-ის ოფიციალურ გვერდზე შეეძლებათ.
ცნობისთვის, სტუდენტებისტვის მობილობა წელიწადში 2-ჯერ საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრების შემდგომ ცხადდება ხოლმე.
ასევე იხილეთ:100%-იანი გრანტი 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა - უნივერსიტეტში აპლიკანტთა 77% ჩაირიცხა