ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე ხატვის კონკურსის პრიზიორია
02-04-2018
ვარდისუბნის საჯარო სკოლის 1ბ კლასის მოსწავლე ლიზი კირვალიძე ვიტამინების ბრენდ „მარსიანჩიკის“ ხატვის კონკურსში - „დახატე შენი მარსიანელი“ მონაწილეობდა.
ლიზის ნამუშევარი რჩეულ ნახატებში მოხვდა.
„ჩვენი მოსწავლის ნამუშევარი შეირჩა რჩეულ ნახატთა შორის, დაჯილდოვდა შესაბამისი სერთიფიკატით, „ზალიკოს ცენტრში“ ზალიკო სულაკაურის გასართობი ღონისძიებითა და მხატვრის კარიკატურული ნახატით“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ვარდისუბნის საჯარო სკოლის დირექცია ლიზი კირვალიძეს გამარჯვებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.