ხელშეკრულების გასაფორმებლად დაუკავშირდით უნივერსიტეტს - naec-ის გაფრთხილება
01-09-2022

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2022 წლის ეროვნული გამოცდების ჩარიცხვებიო და გრანტები გამოაქვეყნა, რაც იმას ნიშნავს, რომ აპლიკანტებმა უკვე იციან, თუ რომელ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხნენ და შეეხებათ თუ არა სახელმწიფო დაფინანსება, თუმცა როგორც ირკვევა, მათ გარკვეული პროცედურული საკითხების გავლა მაინც მოუწევთ და სწორედ ამიტომ naec აბიტურიენტებს აფრთხილებს:

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს მომავალ სტუდენტებს, რომ აუცილებელია უახლოეს დღეებში დაუკავშირდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება) ხელშეკრულების გასაფორმებლად“, - ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203