როგორ გაიგოთ, ე.წ. უფასო ფაკულტეტზე ჩარიცხვისას თანხის გადახდა მოგიწევთ თუ არა?  - განმარტება
31-08-2022
აბიტურიენთა ჩარიცხვებისა და გრანტების შესახებ ინფორმაცია ცნობილია, თუმცა გარკვეული კითხვისნიშნები მაინც არსებობს. აპლიკანტები, რომლებიც ჩაირიცხნენ სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პროგრამაზე, თუმცა გრანტი არ აუღიათ, ვერ იგებენ, უფასოდ ისწავლიან თუ არა. 

როგორ უნდა გაიგონ აბიტურიენტებმა, დაფინანსებულ პროგრამაზე ჩარიცხვისას უფასოდ ისწავლიან თუ არა? -  აღნიშნული კითხვით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ, სადაც განგვიმარტეს, რომ  რანჟირებული სიების საფუძველზე უნივერისტეტები თავად განსაზღვრავენ, მოხვდა თუ არა ესა თუ ის სტუდენტი უფასო პროგრამაზე. 

რაც იმას ნიშნავს, რომ დეტალური ინფორმაციიის მისაღებად და იმის გასარკვევად, უფასოდ ისწავლიან თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამაზე, პირველკურსელებმა  უნივერსიტეტს უნდა მიმართონ, სადაც ჩაირიცხნენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203