ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები უკვე ცნობილია. 2022 წელს სწავლის გაგრძელების უფლება 32 100-ზე მეტმა გამოსაცდელმა მოიპოვა, რაც რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 77%-ზე მეტს შეადგენს. ასევე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდებზე მიღებული ქულების სტატისტიკური ანალიზი გამოაქვეყნა, რის შედეგადაც ცნობილი გახდა, თუ რამდენმა აბიტურიენტმა შეძლო გამოცდებზე უმაღლესი შეფასების მოპოვება.
etaloni.ge სწორედ ამ სტატისტიკურ ინფორმაციას გთავაზობთ.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტესტის მაქსიმალური ქულა 60 იყო. საერთო ჯამში 60 ქულის დაგროვება 64-მა აპლიკანტმა შეძლო.
დაფიქსირებული უმაღლესი ქულების რაოდენობა ვარიანტების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:
ისტორიაში ტესტის მაქსიმალური ქულა 60 იყო. მისი დაგროვება ჯამში 7-მა აბიტურიენტმა შეძლო.
დაფიქსირებული უმაღლესი ქულების რაოდენობა ვარიანტების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:
მათემატიკის ტესტის მაქსიმალური ქულა 51 იყო და ის 19-მა აპლიკანტმა დააგროვა.
დაფიქსირებული უმაღლესი ქულების რაოდენობა ვარიანტების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:
ინგლისური ენის ტესტის მაქსიმალური ქულა 80 იყო. გამოცდაზე უმაღლესი შედეგი 196-მა აპლიკანტმა აჩვენა.
დაფიქსირებული უმაღლესი ქულების რაოდენობა ვარიანტების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: