ჩოჩხათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთში საპრიზო ადგილები მოიპოვეს
02-04-2018
ჩოჩხათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთის სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში II და III ადგილები მოიპოვეს.

მოსწავლეები სპეციალური სერთიფიკატებით და მედლებით დაჯილდოვნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ოლიმპიადაში მონდომებით ჩაერთვნენ და წარმატებით იასპარეზეს.

სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203