ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში მასწავლებლები და მოსწავლეები სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას ცდილობენ
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში სხვადასხვა ღონისძიება აქტიურად ტარდება.
მასწავლებლები და მოსწავლეები ერთობლივი ძალისხმევით ცდილობენ სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას.
სკოლაში ფუნქციონირებს ლიტერატურული კლუბი, რომლის ხელმძღვანელია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ინგა კახიძე.
მასწავლებლის ინიციატივით სკოლაში დაიწყო ლიტერატურული შეჯიბრება „წიგნების თარო“, რომელშიც VII-VIII კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა სამკაციანი ჯგუფები შექმნეს და შესარჩევ ტურში მიიღეს მონაწილეობა.
მონაწილე 14 ჯგუფიდან მომდევნო ტურში 8 გადავიდა.
შეჯიბრების მიზანია ლიტერატურული ცოდნის ამაღლება, წიგნების პოპულარიზაცია და მოსწავლეებში სხარტი აზროვნების ჩამოყალიბება.
იხილეთ ფოტოები