ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
03-04-2018
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლას საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ალვარო ბორგჰი თანმხლებ პირებთან ერთად ესტუმრა.
ვიზიტი ფრანკოფონიის დღეების ფარგლებში განხორციელდა.
ღონისძიების მიზანი იყო ქართველი მოსწავლეებისთვის შვეიცარიის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა.
სკოლის მოსწავლეებმა ფრანგული ენის პედაგოგ ქეთი ხვედელიძის ხელმძღვანელობით ღონისძიება - Qui ne cherche pas d'amis est son propre ennemi („ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“) გამართეს.
მოსწავლეებმა სლაიდების საშუალებით, ფრანულ ენაზე საქართველოსა და შვეიცარიის საერთო მახასიათებლების აღწერით მრავაფეროვანი თემატიკა წარმოადგინეს.
ღონისძიებაზე რამდენიმე მუსიკალური ნომერი შესრულდა, რამაც სტუმართა მოწონება დაიმსახურა.
საღამოს, სკოლის ფრანკოფონი მოსწავლეები სკოლის დირექტორ მიხეილ გიორგაძესთან და ფრანგული ენის პედაგოგთან ერთად, ფრანკოფონიის დღეების ფარგლებში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, კონოთეატრ საქართველოში გამართულ, კლოდ ბარასის შვეიცარიული ანიმაციური ფილმის - „ყაბაყის ცხოვრება“ ჩვენებას დაესწრნენ.
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, საფრანგეთის საელჩო, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩო, კანადის საელჩო და რუმინეთის საელჩო, მარტის თვის განმავლობაში ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღესასწაულს საქართველოს სასკოლო და საუნივერისტეტო დაწესებულებთან ერთად აღნიშნავენ.
ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში 20 მარტს აღინიშნება.