ადიგენის მუნციპალიტეტის, სოფელ ზარზმისა და დაბა ადიგენის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სამუშაო დღეებში მოსწავლეთა გადასაყვანად ტრანსპორტით მომსახურებაზე ტენდერი გამოცხადდა. რომლისთვის ა.ა.ი.პ. „ადიგენის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ“ 8307ლარი გამოყო. ტრანსპორტის მომსახურეობით, აღსაზრდელები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლებიდან, 2022 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით ისარგებლებენ.
სატენდერო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ა.ა.ი.პ. „ადიგენის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების“ მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების დაქირავება მძღოლთან ერთად სამუშაო დღეებში მოსწავლეთა გადასაყვანად ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფ.ზარზმისა და დაბა ადიგენის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში.
მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
დაცული უნდა იქნას ტრანსპორტირების დროს ყველა უსაფრთხოების ნორმა;
ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს კომფორტული და გამართულ მდგომარეობაში;
მიმწოდებელმა ავტოტრანსპორტით უნდა უზრუნველყოს მოსწავლეების დროული და უსაფრთხო გადაყვანა;
ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ადგილების რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 8 ადგილს.
შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება: მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო დღეებში მოსწავლეთა გადაყვანა დაბა აბასთუმნის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში შემდეგი გრაფიკის მიხედვით: