როდის გამოქვეყნდება აპელაციის შედეგები და გათანაბრებული ქულები მაგისტრობის კანდიდატებისთვის - „ნაეკის“ განმარტება
31-08-2022
აპელაციის შედეგებს და გათანაბრებულ ქულებს ელიან მაგისტრანტობის კანდიდატები, როდის გახდება შედგები ცნობილი, ამის შესახებ განმარტებას აპლიკანტებისთვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აკეთებს. 

აპელაციის შედეგები და გათანაბრებული ქულები მომავალი კვირის განმავლობაში გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე; თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამის გამო გამოსაცდელთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს - ზოგ უნივერსიტეტში რეგისტრაციის ვადები უკვე იწურება: „ ჯავახიშვილში მაგალითად დღეს, (31 აგვისტოს) არის რეგისტრაციის ბოლო დღე. რამდენიმე ადამიანი ვიცი, ვინც გათანაბრებულ ქულებზე იყო დამოკიდებული და აღნიშნულ საკითხს როგორ აგვარებთ?“ - გამოცდების ცენტრს აპლიკანტის კითხვაზე პასუხი არ გაუცია...

ცნობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ გამოცდებში მონაწილე ოთხი ნაწილიდან სამში ზღვარს გადალახავს, საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაეთვლება (თუ გამონაკლისის სახით რომელიმე პროგრამა არ ითხოვს ოთხივე ნაწილში შესაბამისი ქულის მიღებას).
 
გაითვალისწინეთ, რომ შიდა გამოცდის ჩასაბარებლად მაგისტრანტობის მსურველმა უნდა მიმართოს შესაბამის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203