რამდენია ხელფასზე დანამატი მასწავლებლის სამუშაო გამოცდილების მიხედვით? - გამოითვალეთ, როგორ დაანგარიშდება თქვენი ანაზღაურება
10-09-2022

ყველა მასწავლებლის ანაზღაურება ინდივიდუალურად გამოითვლება. პედაგოგის ხელფასზე ისიც კი ახდენს გავლენას, თუ რამდენწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს მას სკოლაში.

სამუშაო გამოცდილების მიხედვით მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების 3 სახის განაკვეთი არსებობს: 5 წლამდე სამუშაო გამოცდილება, 10 წლამდე და 10 წელზე მეტი.

სამუშაო გამოცდილების მიხედვით დანამატი მცირეა, თუმცა მასწავლებელთა საერთო დარიცხულ ხელფასზე გავლენას მაინც ახდენს. მაგალითად: პედაგოგები, რომლებსაც ბაკალავრის დიპლომი აქვთ და სკოლაში 5 წელზე მეტია მუშაობენ, ერთ საათში 27.56 ლარს იღებენ მაშინ, როდესაც ამავე განათლებისა და 5 წლამდე სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელი 26.55 ლარს იღებს, 10 წელზე მეტი გამოცდილებისა და ბაკალავრის დიპლომის მქონე მასწავლებელს კი ერთ საგაკვეთილო საათში 27,9 ლარი ერიცხება.

მაგისტრის დიპლომის მქონე მასწავლებლები, რომლებსაც 5 წელზე ნაკლები სამუშაო გამოცდილება აქვთ, ერთ საგაკვეთილო საათში 29,14 ლარს იღებენ, ამავე განათლების პედაგოგები, რომლებიც 5 წელზე მეტია, რაც სკოლაში მუშაობენ - 30.15 ლარს, ხოლო მაგისტრის დიპლომის მქონე 10 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებლებისთვის თითო საგაკვეთილო საათის ანაზღაურება 30.49 ლარია.

რაც შეეხება დოქტორის ხარისხის მქონე მასწავლებლებს: ისინი, ვისაც 5 წლამდე სამუშაო გამოცდილება აქვთ, ერთ საგაკვეთილო საათში 31.73 ლარს იღებენ, 5 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგებისთვის ეს თანხა 32.74 ლარია, ხოლო იმ დოქტორის ხარისხის მქონე მასწავლებლებისთვის, ვინც სკოლაში 10 წელზე მეტია რაც ასწავლიან - 33.08 ლარი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203