6 მთავარი ცვლილება ახალი სასწავლო წლისთვის - დეტალები
02-09-2022
2022-2023 სასწავლო წელი მალე დაიწყება და უკვე ცნობილია რამდენიმე სიახლე, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეეხებათ:
1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება და სკოლაში ის 5 წლის ის ბავშვებიც შეძლებენ შესვლას, ვისაც 6 წელი 1 ოქტომბრამდე უსრულდება;
2. განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, პირველი კლასის მოსწავლეები ჭადრაკს შეისწავლიან;
3. მე-10 კლასის მოსწავლეები ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან;
4. X კლასში ისტორის საგანი ორ ნაწილად გაიყო და მოსწავლეები „ისტორიას“ და „საქართველოს ისტორიას“ ცალ-ცალკე საგნად ისწავლიან.
5. საშუალო საფეხურს დაემატა სავალდებულო პროექტებით სწავლება შემდეგ 4 საგანში: სამოქალაქო განათლებაში, მუსიკაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.
6. 2022-2023 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად სკოლებში ექიმის საათის დანერგვა იწყება და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები თავდაცვისა და უსაფრთხოების შესახებ ძალიან საჭირო ინფორმაციას მიიღებენ. სამედიცინო თვალსაზრისით, ბავშვებთან ურთიერთობის გარდა, სკოლის ექიმს საგანმანათლებლო საკითხების განხილვაც დაევალება.