თიანეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სტუმრობდნენ
02-04-2018
დაბა თიანეთის მე-2 საჯარო სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები თიანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სტუმრობდნენ. 

შეხვედრა სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ნატალია ოთარაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

მოსწავლეები თავდაპირველად გაესაუბრნენ მეხანძრეებს და გაეცნენ მათ მუშაობას. 

შემდეგ კი მოინახულეს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მენეჯერი და მთავარი ინჟინერი, რომლებმაც საინტერესოდ ისაუბრეს ელექტრო ენერგიის მოხმარებასა და უსაფრთხო ექსპლოატაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 

დაბა თიანეთის მე-2 საჯარო სკოლა მადლობას უხდის თიანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მასპინძლობისთვის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203